logo
ENG



საგამოძიებო სამსახური: 4-მა პირმა 550 ლარის ყალბი კუპიურა გაასაღა 

22 დეკ 202010:22
3 წუთის საკითხავი
 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის დამზადება-გასაღებისთვის 4 პირი ამხილეს. მათგან 3-ს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, იმერეთის რეგიონში, კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით, დაამზადეს საქართველოს ეროვნული ბანკის ყალბი 50 და 100 ლარიანი კუპიურები, რომლებიც შემდგომში გაასაღეს ქუთაისში მდებარე ბენზინგასამართ სადგურებში და სავაჭრო ქსელში. 

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბრალდებულების მიერ ჯამში გასაღებულია 550 ლარის ოდენობის ყალბი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 7-დან 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 


close დახურვა